UGMA

  • Georgian (GE)
  • English (UK)


facebook
 youtube 2 twitter 

  • Home
  • About Us
    • Union
    • Members
    • Partners
    • Clinical Protocols
    • Mission
    • Membership
  • Accreditation
    • Certification Pathways
    • Pathways to Quality in the Healthcare
    • Accreditation Pathways
    • Accredited Organisations
    • Accredited Standards
  • Learn with Us
    • პრაქტიკული სწავლება
    • Certification Programs
    • აკრედიტაციის განახლება
    • პუბლიკაციები
    • კალენდარი
    • უწყვეტი პროფესიული განათლება
  • News
    • News
      • Events
    • Video Gallery
    • Photo Gallery
  • Contact
  • For Patients
    • კონსულტაცია
    • აკრედიტირებული სტანდარტები
    • აკრედიტირებული კლინიკები
×

Warning

JUser: :_load: Unable to load user with ID: 341

Subscribe to this RSS feed

სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების სხდომაზე სამედიცინო შემთხვევების რეცენზირების პროცესის სრულყოფის გზებზე იმსჯელეს

Monday, 07 November 2016 10:46 Published in reklama

14923890 1210115442360653 598769382 o სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების სხდომაზე სამედიცინო შემთხვევების რეცენზირების პროცესის სრულყოფის გზებზე იმსჯელეს. აღინიშნა რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში კლინიკებსა და სახელმწიფოს შორის არსებულ სადაო შემთხვევებს, ვინაიდან, ხშირ შემთხვევაში, სწორედ ექსპერტიზის დასკვნაზეა დამოკიდებული სახელმწიფოს მიერ დაფინანსების გაცემა. ასევე აღინიშნა , რომ აუცილებელია საკანონმდებლო დონეზე მოხდეს სამედიცინო შეცდომის გამიჯვნა ექიმის გულგრილობასა და უყურადღებობისგან.

Read more...

სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებას ახალი თავმჯდომარე ჰყავს

Friday, 20 May 2016 07:46 Published in News_Eng

კინტრაიასამედიცინო ასოციაციების გაერთიანების გამგეობას ახალი თავმჯდომარე ჰყავს. გაერთიანების წესდების თანახმად, მორიგი ვადით გაერთიანებას “საქართველოს მეან-გინეკოლოგთა და პერინატოლოგთა ასოციაცის" პრეზიდენტი ნიკოლოზ კინტრაია უხელმძღვანელებს, გაერთიანების გამგეობის თანათავმჯდომარედ "საქართველოს ფთიზიატრთა და პულმონოლოგთა ასოციაციის” პრეზიდენტი ქალბატონი ლამარა ვაშაკიძე იქნა არჩეული.

Read more...

კლინიკური ფარმაკოლოგიის საკვანძო საკითხებზე პირველი ტრეინინგი 27 მაისს დაიწყება

Friday, 20 May 2016 07:40 Published in reklama

engკლინიკური ფარმაკოლოგიის საკვანძო საკითხებზე პირველი ტრეინინგი 27 მაისს დაიწყება. ტრეინინგი სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში(ვაჟა-ფშაველას 33), მე-5 სართულზე ჩატარდება. 
მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი სახის დოკუმენტაცია: 
1. სერტიფიკატი;
2. დიპლომი;
3. ცნობა სამსახურიდან;
4. პირადობის მოწმობა.
სასწავლო პროგრამა 6 დღიანია. დაწყების დრო - საღამოს 5 სთ. პროგრამის ღირებულება 150 ლარია. პროგრამას ხელმძღვანელობს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო უნარ_ჩვევების ცენტრის დირექტორი, სამედიცინო ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ლუიზა გაბუნია .

Read more...

The Union of Medical Associations started studying of services rendered to patients within the Universal Healthcare Program.

Tuesday, 13 October 2015 17:46 Published in News_Eng

The Union of Medical Associations started studying of certain cases of services rendered to patients within the Universal Healthcare Program. The Union has already received for consideration the disputes existing between the state and clinics. Study of certain cases of services rendered to patients within the Universal Healthcare Program is necessary in order to avoid mechanical reduction of monetary sources for medical institutions which will finally influence delivery of medical services.

Read more...

Drug Control in Georgia Does Not Comply with EU Standards – Archil Morchiladze

Sunday, 04 October 2015 17:57 Published in reklama

The Executive Secretary of Medical Association Archil Morchiladze assessed drug control in Georgia in an interview with CBW. He stressed that currently drug control in Georgia does not comply with EU standards.

“Some drug control takes place in Georgia, however, it does not comply with the EU standards. Therefore, the Ministry aims to reach a standard in quality of generic drugs compatible with that of the western European countries.”

“As we have been informed, a construction of a drug quality control laboratory is underway. The laboratory will contribute to the emergence of new, cheaper and better generic drugs in Georgia. The introduction of foreign pharmaceutical companies on the market will also contribute to creating a healthy competition in this field,” Archil Morchiladze says.

The European Union and the Member States have developed together, over the past two decades, a European approach to addressing drug sustainability. Georgia needs to develop the same model as well. Some drug quality control takes place in Georgia today, but it happens sporadically and not in an efficient way, says the Medical Association Executive Secretary.

http://cbw.ge/economy/drug-control-georgia/

Read more...

სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების შეხვედრა “ GLOBAL ALLIANCE FOR HEALTH AND SOCIAL COMPACT”-თან

Thursday, 01 October 2015 12:19 Published in reklama2

27 მაისს, „საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება“ საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფის “ Global Alliance for Health and Social Compact”-ის კოორდინატორს ჟან–ელი მალკინს შეხვდა. ეს “ Global Alliance for Health and Social Compact”-ის პირველი მასშტაბური ხასიათის შეხვედრა იყო სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებთან. საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებაში საქართველოში მოქმედი ყველა პროფესიული სამედიცინო ასოციაცია და ექსპერტია გაერთიანებული. შეხვედრაზე სამედიცინო ასოციაციების წევრების სამუშაო ჯგუფებში ჩართულობა და მონაწილეობის საკითხი განიხილეს. შეიქმნა 14 სამუშაო ჯგუფი, სადაც სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების ექსპერტები პროფილურად მიიღებენ მონაწილეობას. 
საქართველოს მთავრობამ, საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფთან “ Global Alliance for Health and Social Compact” თანამშრომლობის გრძელვადიანი ხელშეკრულება უკვე გააფორმა. დოკუმენტს ხელი ქართული მხრიდან შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, საკონსულტაციო ჯგუფის მხრიდან კი „Global Alliance for Healht and Social Compact” -ის კოორდინატორმა ჟან–ელი მალკინმა მოაწერეს.

 

Read more...

როგორ უნდა აკონტროლოს სახელმწიფომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა

Thursday, 01 October 2015 12:08 Published in reklama

2015 წლის ბიუჯეტის 6 თვის შესრულების ანგარიშის მიხედვით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე 14%-ით ანუ 32 მილიონი ლარით მეტია დახარჯული, ვიდრე ეს წლის დასაწყისში იყო დაგეგმილი. გარდა ამისა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების შემდეგ საგრძნობლად გაზრდილია ჰოსპიტალური სერვისების მოხმარება, განსაკუთრებით კი გადაუდებელი ქირურგიული ოპერაციების მაჩვენებელი, რომელიც საერთაშორისო ფონდის - "კურაციოს" ცნობით 314%-ით გაიზარდა. შეუქმნის თუ არა ეს გარემოება პრობლემებს საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტს და რა ნაბიჯები უნდა გადადგას სახელმწიფომ ჯანდაცვის სფეროში ხარჯების უკეთ გაკონტროლებისთვის? "ბათუმელების" კითხვებს საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების აღმასრულებელმა მდივანმა არჩილ მორჩილაძემ უპასუხა. 

ბატონო არჩილ, ამ ოდენობის დამატებითი ხარჯი 6 თვის განმავლობაში მიუთითებს თუ არა იმაზე, რომ ჯანდაცვის სისტემაში არაეფექტურად ხდება ხარჯების გადანაწილება?

 

მხოლოდ ამ მონაცემით ასეთი დასკვნის გაკეთება არ შეიძლება. 14-პროცენტიანი მატება 6 თვეში არ არის საგანგაშო ციფრი. საჭიროა ამ დანახარჯის სტრუქტურის ანალიზი და დასკვნების შემდეგ გაკეთება. ჯობია, დაველოდოთ ერთი წლის შედეგებს. პრობლემა უფრო სხვაგან არის. საქმე ის გახლავთ, რომ სამედიცინო სფერო ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი და ძვირადღირებულია. ამიტომ ხარჯები გაიზრდება არა მხოლოდ იმიტომ, რომ კლინიკები მიმართავენ სამედიცინო ნოზოლოგიების კოდებით მანიპულაციას, რათა მიიღონ მეტი ანაზღაურება, არამედ, ზოგადად, დაინერგება ახალი სერვისები, რისი ანაზღაურებაც მოუწევს სახელმწიფოს. ამიტომ საჭიროა დღევანდელი დაფინანსების წესებში კორექტივების შეტანა, რათა ეს არ აისახოს მომსახურების ხარისხზე.


თუ უახლოეს მომავალში ეს მოცემულობა არ შეიცვალა (დამატებით დახარჯულ თანხას ვგულისხმობ), აისახება თუ არა ეს მომსახურების ხარისხზე, მის ხელმისაწვდომობაზე და როგორ?

 

სახელმწიფო არ უნდა შეეცადოს მხოლოდ კლინიკებისთვის თანხის დაკორექტირებით შეაჩეროს ხარჯების ზრდა. ეს აიძულებს კლინიკებს, რომ ფასები გაზარდონ და თანაგადახდის კომპონენტით შეივსონ ეს დანაკარგი, რაც ისევ პაციენტს დააწვება, ანუ შესაძლოა პაციენტმა თქვას უარი გარკვეულ კვლევებზე, რაც შემდომში აისახება სამედიცინო დახმარების ხარისხზე.


შეიძლება თუ არა, რომ გადაუდებელი ქირურგიული ოპერაციების ზრდა იყოს საავადმყოფოების ხელოვნური პასუხი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე? და როგორ აისახება ეს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტზე, რომელიც უკვე ისედაც გადახარჯულია?

 

ეს ბუნებრივია. კლინიკები ყოველთვის შეეცდებიან მიიღონ მეტი. ამიტომ საჭიროა მკაცრი და რაც მთავარია, კვალიფიციური კლინიკური მონიტორინგი, რომლის დროსაც დასაბუთებულად დააკორექტირებენ ხარჯებს კლინიკებისთვის. ჩვენ ეს ეტაპი უკვე გავიარეთ, როდესაც კერძო სადაზღვევო კომპანიებსა და კლინიკებს შორის არსებულ დავებს განვიხილავდით. ჩვენს გაერთიანებაში დღეს უკვე სახელმწიფოსა და კლინიკებს შორის დავის პირველი შემთხვევები შემოვიდა განსახილველად. მაგალითად, ერთ-ერთი დავა ეხება რეჰოსპიტალიზაციას. როცა გვაქვს სამედიცინო მანიპულაცია და ამ შემთხვევას დასჭირდება ხელმეორედ ჩარევა, მაშინ სახელმწიფო კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს _ გადაუხადოს თუ არა ფული კლინიკას.

რა უნდა გაკეთდეს სახელმწიფოს მხრიდან ჯანდაცვაში ხარჯების უკეთ გაკონტროლებისთვის?

 

სტაციონარული პროვაიდერების შეზღუდვა და კლინიკური მონიტორინგი. რა თქმა უნდა, არსებობს ბევრი სხვა მექანიზმიც, მაგრამ ამ შემთხვევაში მხოლოდ ეს არის ის ძირითადი ბერკეტები, რაც ეფექტური იქნება. ასევე აუცილებელია საშემოსავლო გადასახადში ჯანდაცვის კომპონენტის გაჩენა, რათა შემდგომში ჯანდაცვის ტვირთი კერძო სადაზღვევო სექტორზე გადანაწილდეს.

რას გულისხმობს საშემოსავლო გადასახადში ჯანდაცვის კომპონენტის გაჩენა?

 

ევროპის ყველა ქვეყანაში არის განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადში გარკვეული წილი ჯანდაცვისთვის, სავალდებულო სამედიცინო დაზღვევისთვის. სახელმწიფოს ამით დაეზოგება თანხა და ჯანდაცვის ტვირთი ნაწილობრივ გადავა კერძო სადაზღვევო სექტორზე, როგორც არის ევროპის ქვეყნებში, სადაც ჯანდაცვის დანახარჯების 10-12% მიდის კერძო სადაზღვევო სქემით.

აქ არ იგულისხმება გადასახადის ზრდა ან რაიმე მსგავსი, უბრალოდ, უნდა განისაზღვროს საშემოსავლო გადასახადში გარკვეული წილი ჯანდაცვისთვის. მაგალითად, რომ აიღოთ მთელი საშემოსავლო გადასახადი, რასაც დღეს მოსახლეობა იხდის, იმის მესამედი ყოფნის საყოველთაო ჯანდაცვას.


სახელმწიფო ყველა ქვეყანაში იმის მიხედვით არეგულირებს ამ ყველაფერს, თუ რამდენად თვითკმარია სისტემა. ჯანდაცვის გადასახადი როდესაც ყოფნის სამედიცინო დანახარჯების ანაზღაურებას, არის კარგი მოდელი. დავუშვათ, ადამიანის ხელფასი არის 1250 ლარი, ხელზე იღებს 1000 ლარს და 250 ლარი მიდის ბიუჯეტში. აი, აქედან რომ წარმოიდგინოთ, 80 ლარია განსაზღვრული თქვენი ჯანდაცვისთვის. ამ 80 ლარისთვის თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ორი გზა - ან დაუტოვოთ სახელმწიფოს თქვენი ჯანმრთელობის დაზღვევისთვის, ან თქვათ, რომ მივდივარ კერძო სადაზღვევო სისტემაში და ეს 80 ლარი გამატანეთ იქ. სხვა ქვეყნებში სახელმწიფო ატანს ამ თანხას, ოღონდ ინდექსაციას უკეთებს, ანუ 80-ვეს ნაცვლად გაგატანთ 50 ან 60 ლარს, შემდეგ თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ ამ თანხას ფული და სადაზღვევო კომპანიისთვის უკვე საინტერესო კლიენტი ხდებით, რადგან თანხა მიდის მასთან. ახლა რომ მიხვიდეთ სადაზღვევო კომპანიაში, თითქმის არც ერთს არ აქვს ინდივიდუალური დაზღევევა, ან თუ აქვს, ისიც ძალიან შეზღუდული პაკეტი. შესაბამისად, ამით სტიმული მიეცემა კერძო დაზღვევაში ინდივიდუალური დაზღვევის განვითარებას.

ცოტა ხნის წინ ჯანდაცვის მინისტრმა ახალი პრიორიტეტული მიმართულება - ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმა გამოაცხადა. ამ რეფორმასთან დაკავშირებით რა რეკომენდაციები გაქვთ?

 

პირველადი ჯანდაცვის რგოლის ორგანიზაცია საჭიროა. დღეს, პირველადი ჯანდაცვა ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით და ეს ალბათ ყველაზე ჯანსაღი სქემაა. 
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სტაციონარში მიმართვიანობა შემცირდეს, რაც დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად კვალიფიციურია პირველადი ჯანდაცვის ექიმი, ან პირადი ექიმი და რამდენად ექნება მას სანდოობა საზოგადოებაში, რომ პირველად სწორედ მას მიაკითხონ. მნიშვნელოვანია, რომ სტაციონარში მიმართვა მოხდეს მხოლოდ მას შემდეგ, როცა შეუძლებელი იქნება ამბულატორიულ დონეზე მკურნალობის დამთავრება.
მედიკამენტებზე დანახარჯი დღეს ჩვენთან ძალიან მაღალია, ამიტომ ოჯახის ექიმს, პირველადი რგოლის ექიმს, დიდი როლი აქვს ამ ხარჯების დაზოგვაში იმ მხრივ, რომ ოპტიმალურად გამოწეროს მედიკამენტები და თუ სახელმწიფოს ექნება რაიმე სუფსიდირებული მედიკამენტები, სწორედ ისინი გამოიყენოს, განსაკუთრებით სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის.

 

 

 

Read more...
  • Home
  • About Us
    • Union
    • Members
    • Partners
    • Clinical Protocols
    • Mission
    • Membership
  • Accreditation
    • Certification Pathways
    • Pathways to Quality in the Healthcare
    • Accreditation Pathways
    • Accredited Organisations
    • Accredited Standards
  • Learn with Us
    • პრაქტიკული სწავლება
    • Certification Programs
    • აკრედიტაციის განახლება
    • პუბლიკაციები
    • კალენდარი
    • უწყვეტი პროფესიული განათლება
  • News
    • News
      • Events
    • Video Gallery
    • Photo Gallery
  • Contact
  • For Patients
    • კონსულტაცია
    • აკრედიტირებული სტანდარტები
    • აკრედიტირებული კლინიკები