UGMA

  • Georgian (GE)
  • English (UK)


facebook
 youtube 2 twitter 

  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
    • გაერთიანება
    • წევრები
    • პარტნიორები
    • კლინიკური მართვის პროტოკოლები
    • მისია
    • გაწევრიანება
  • აკრედიტაცია
    • გზა სერტიფიცირებისკენ
    • გზა ხარისხიანი ჯანდაცვისაკენ
    • როგორ შევინარჩუნოთ ხარისხი
    • რესურსი აკრედიტაციის მისაღებად
    • აკრედიტირებული ორგანიზაციები
    • აკრედიტირებული სტანდარტები
  • ისწავლე ჩვენთან
    • პრაქტიკული სწავლება
    • სასერტიფიკაციო პროგრამები
    • აკრედიტაციის განახლება
    • პუბლიკაციები
    • კალენდარი
    • უწყვეტი პროფესიული განათლება
  • სიახლე
    • ვიდეოალბომი
    • ფოტოალბომი
    • მნიშვნელოვანი სიახლეები
    • ღონისძიებები
  • კონტაქტი
  • პაციენტებისათვის
    • კონსულტაცია
    • აკრედიტირებული სტანდარტები
    • აკრედიტირებული კლინიკები
×

გაფრთხილება

JUser: :_load: Unable to load user with ID: 341

Subscribe to this RSS feed
რეკლამა2

რეკლამა2 (5)

"სახელმწიფო მედიკამენტების ხარისხის გარანტი უნდა იყოს, ამ შემთხვევაში ზღვრული ფასების დაწესება საჭირო არ იქნება"

Written by Manager შაბათი, 03 დეკემბერი 2016 18:16

ინტერვიუ საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების აღმასრულებელ მდივანთან არჩილ მორჩილაძესთან .

- როგორც ცნობილია მედიკამენტებზე ქვეყანაში არსებული დანახარჯები არაადექვატურად მაღალია, ამის გამო სახელმწიფო აპირებს საყოველთაო ჯანდაცვის პროექტის ფარგლებში გარკვეულ მიზნობრივ ჯგუფებს აუნაზღაუროს ესენციური მედიკამენტების ღირებულება. როგორ უნდა მოხდეს ამ პროექტის დანახარჯების ოპტიმიზაცია და პირველ რიგში რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ამ მიმართულებით?

- ამბულატორიული მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტების სუბსიდირება აუცილებლად უნდა მოხდეს, ასეთია ევროპული კანონმდებლობის, კერძოდ, ევროპის სოციალური დაცვის კოდექსის მოთხოვნები. პროექტის სწორად დაგეგმვა ასევე წაადგება მედიკამენტებზე ქვეყანაში არსებული არაადექვატური დანახარჯების შემცირებასაც. 

პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ ექიმის დანიშნულება შესაბამისობაში იყოს დღეისათვის არსებულ კლინიკურ გზამკვლევებთან და მინიმუმამდე შემცირდეს პოლიპრაგმაზიის შემთხვევები. 
მედიკამენტების ანაზღაურების სისტემის გამართული მუშაობის წინაპირობაა პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმების მომზადება კლინიკურ ფარმაკოლოგიასა და რაციონალურ ფარმაკოთერაპიაში. ექიმების ინფორმირება ამ საკითხში პირდაპირ კავშირშია მედიკამენტების რაციონალურ ხარჯვასთან, დღეს ექიმთა გადამზადებაზე მხოლოდ ფარმაცევტული კომპანიები „ზრუნავენ“, რაც ბუნებრივია იწვევს მედიკამენტების მოხმარების გაზრდას. 

-უნდა მოხდეს თუ არა მედიკამენტებზე ზღვრული ფასების დაწესება?

- ექიმები უნდა ფლობდნენ ობიექტურ ინფორმაციას ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული მედიკამენტების შესახებ.და ეს ინფორმაცია მათ მუდმივად, განახლებად რეჟიმში უნდა მიეწოდებოდეთ. ხოლო სახელმწიფო უნდა იყოს გაყიდვაში არსებული მედიკამენტების ხარისხის გარანტი. ამ შემთხვევაში ზღვრული ფასების დაწესება აზრსაც დაკარგავს, ვინაიდან დღეს ბაზარზე ისედაც საკმაოდ დიდი არჩვევანია, მაგალითისთვის ავიღოთ ყველაზე ხშრად მოხმარებადი ანტიბიოტიკი ცეფტრიაქსონი. საავადმყოფოები ამ პრეპარატს 80 თეთრად (ზოგჯერ ნაკლებადაც ) ყიდულობენ, ხოლო საცალო გაყიდვაში იგივე პრეპარატის ფასი იწყება 3 ლარიდან და შეიძლება 20 ლარზე მეტიც კი ღირდეს, მათ შორის ზოგიერთი არაორიგინალი ბრენდი ორიგინალზე ძვირია. მსგავსი სიტუაციაა თითქმის ყველა ძირითად პრეპარატზე. 

სახელმწიფოს მხრიდან მედიკამენტების ხარისხზე პასუხისმგებლობის აღება საშუალებას მისცემს პროექტში ჩართულ პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმებს თამამად გამოუწერონ პაციენტებს ბაზარზე არსებული ყველაზე იაფი ჯენერიკები. აქვე შეიძლება თანაგადახდის იგივე სისტემის დანერგვა, რაც დღეს არის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, ანუ იაფი მედიკამენტის შეძენისას პაციენტის თანაგადახდის წილი იქნება უფრო ნაკლები. 

ტრენინგ-კურსი “კლინიკური ფარმაკოლოგია და რაციონალური ფარმაკოთერაპიის აქტუალური საკითხები” ექიმებისათვის ბათუმში გაიმართება

Written by შაბათი, 16 ივლისი 2016 08:04
აგვისტოში, ბათუმში, საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების,  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომის შემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის, ა.კობალაძის სახ. კლინიკური ფარმაკოლოგიისა და რაციონალური ფარმაკოთერაპიის ხელშეწყობის კავშირის -‘’უპირველესია არავნო’–ს ეგიდითა და ორგანიზებით გაიმართება ტრენინგი  -  “კლინიკური ფარმაკოლოგია და რაციონალური ფარმაკოთერაპიის აქტუალური საკითხები”. 
აკრედიტირებული, მოკლევადიანი ტრენინგ-კურსი განკუთვნილია: ოჯახის ექიმების, პედიატრების, ნეონატოლოგების, კარდიოლოგების, თერაპევტებისა და მეან-გინეკოლოგებისათვის. პროგრამის მიზანია: პოლიპრაგმაზიის შემცირება, პაციენტზე ორიენტირებული უსაფრთხო, ეფექტური და იაფი მკურნალობის დანერგვა საქართველოში.
პროგრამას წარუძღვებიან: 
მედიცინის დოქტორი, ა.კობალაძის სახ. კლინიკური ფარმაკოლოგიისა და რაციონალური ფარმაკოთერაპიის ხელშეწყობის კავშირი -‘’უპირველესია არავნო“–ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ქ. ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის პედიატრიის მიმართულების ხელმძღვანელი, პედიატრიასა და კლინიკურ ფარმაკოლოგიაში სამეცნიერო, პრაქტიკული და პედაგოგიური მუშაობის 30 წლიანი გამოცდილებით პროფესორი  - რუსუდან ჯაში;
სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრის დირექტორი, სამედიცინო ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ლუიზა გაბუნია.
მსურველებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ შემდეგი დოკუმენტაცია 1 აგვისტომდე, ფოსტაზე: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.
www.ugma.ge
მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი სახის დოკუმენტაცია: 
1. სერტიფიკატი;
2. დიპლომი;
3. ცნობა სამსახურიდან;
4. პირადობის მოწმობა.
სასწავლო პროგრამა 5,6,7 აგვისტოს შედგება ბათუმში, ბათუმის სამშობიარო სახლის სააქტო დარბაზში ( რუსთაველის 39)  13-დან -  19 სთ. მდე. (რეგისტრაცია - 12სთ 30 წთ). პროგრამის ღირებულება 200 ლარი.
პროგრამა მომზადებულია ამერიკისა (ACCP) და ევროპის (ESCP) კლინიკური ფარმაციის ასოცაციის და FDA–ის, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) უფსალის წამალთა გვერდითი ეფექტების ცენტრის მასალების გამოყენებით.
სერტიფიკატები გაიცემა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომის შემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის მიერ. 
ანგარიში:
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
სახელმწიფო ხაზინა
ბანკისკოდი TRESGE  22
სახაზინო კოდი (ანგარიშის ნომერი) 708987289
საიდენტიფიკაციო კოდი211328703
 
-----------------------------------                   --------------------------------------
მიუთითეთ სპეციალობა                    მიუთითეთ სახელი, გვარი,
მზადების საფასური
 img1

პაციენტისა და ექიმის უფლებების უკეთ დაცვის მიზნით, შესაბამისი ასოციაციები გართულებების მინიმალურ ჩამონათვალს შეიმუშავებენ

Written by კვირა, 13 დეკემბერი 2015 19:43

პაციენტისა და ექიმის უფლებების უკეთ დაცვის მიზნით, სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების წევრი დარგობრივი ასოციაციები იმ გართულებების მინიმალურ ჩამონათვალს შეიმუშავებენ, რომელიც ამა თუ იმ სამედიცინო მანიპულაციის დროს შეიძლება წარმოიშვას.

სია პაციენტის ინფორმირებული თანხმობის ფურცელს დაერთვება თან. როგორც გაერთიანების წევრები აღნიშნავენ, ჩამონათვალი ვერ იქნება სრულყოფილი და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ჩარევის სპეციფიკიდან და პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე, ექიმს საშუალება ექნება აღნიშნულ ჩამონათვალს დაუმატოს სხვა მოსალოდნელი გართულების შესახებ ინფორმაცია.

აღნიშნული ცვლილება უზრუნველყოფს, როგორც ექიმის ისე პაციენტის უფლებების დაცვას, რაც ქვეყანაში ექიმთა პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის განვითარებას შეუწყობს ხელს . აღნიშნული ცვლილება საქართველოს ოტორინოლარინგოლოგთა ასოციაციის მიერ იქნა ინიცირებული.

 

სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების შეხვედრა “ Global Alliance for Health and Social Compact”-თან

Written by სამშაბათი, 09 ივნისი 2015 09:41

27 მაისს, „საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება“ საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფის “ Global Alliance for Health and Social Compact”-ის კოორდინატორს ჟან–ელი მალკინს შეხვდა. ეს “ Global Alliance for Health and Social Compact”-ის პირველი მასშტაბური ხასიათის შეხვედრა იყო სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებთან. საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებაში საქართველოში მოქმედი ყველა პროფესიული სამედიცინო ასოციაცია და ექსპერტია გაერთიანებული. შეხვედრაზე სამედიცინო ასოციაციების წევრების სამუშაო ჯგუფებში ჩართულობა და მონაწილეობის საკითხი განიხილეს. შეიქმნა 14 სამუშაო ჯგუფი, სადაც სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების ექსპერტები პროფილურად მიიღებენ მონაწილეობას. 
საქართველოს მთავრობამ, საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფთან “ Global Alliance for Health and Social Compact” თანამშრომლობის გრძელვადიანი ხელშეკრულება უკვე გააფორმა. დოკუმენტს ხელი ქართული მხრიდან შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, საკონსულტაციო ჯგუფის მხრიდან კი „Global Alliance for Healht and Social Compact” -ის კოორდინატორმა ჟან–ელი მალკინმა მოაწერეს.

  • Start
  • წინა
  • 1
  • 2
  • შემდეგი
  • End
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
    • გაერთიანება
    • წევრები
    • პარტნიორები
    • კლინიკური მართვის პროტოკოლები
    • მისია
    • გაწევრიანება
  • აკრედიტაცია
    • გზა სერტიფიცირებისკენ
    • გზა ხარისხიანი ჯანდაცვისაკენ
    • როგორ შევინარჩუნოთ ხარისხი
    • რესურსი აკრედიტაციის მისაღებად
    • აკრედიტირებული ორგანიზაციები
    • აკრედიტირებული სტანდარტები
  • ისწავლე ჩვენთან
    • პრაქტიკული სწავლება
    • სასერტიფიკაციო პროგრამები
    • აკრედიტაციის განახლება
    • პუბლიკაციები
    • კალენდარი
    • უწყვეტი პროფესიული განათლება
  • სიახლე
    • ვიდეოალბომი
    • ფოტოალბომი
    • მნიშვნელოვანი სიახლეები
    • ღონისძიებები
  • კონტაქტი
  • პაციენტებისათვის
    • კონსულტაცია
    • აკრედიტირებული სტანდარტები
    • აკრედიტირებული კლინიკები