2023 წლის 14 ივნისიდან სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება გახდა ამერიკის აკრედიტაციის კომისიის AACI-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. AACI აკრედიტაცია არის საერთაშორისო ორგანოს – ,,ჯანმრთელობის დაცვის ხარისხის საერთაშორისო საზოგადოების/გარე შეფასების ასოციაციის“ (International Society for Quality in Health Care/External Evaluation Association (ISQua/ISQuaIEEA) წევრი და მის მიერ მინიჭებული აქვს აკრედიტაცია. ამერიკის საერთაშორისო აკრედიტაცია AACI შედის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ 2023 წლის 26 იანვარის ბრძანებაში რეკომენდებული ორგანიზაციების ნუსხაში. დეტალური ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ იხილეთ ბმულზე: https://aacihealthcare.com/

AACI-ის აკრედიტაციის ფასი დადგენა ხდება კლინიკის სიმძლავრის მიხედვით. შეავსეთ ლინკზე მოცემული აპლიკაცია და გადმოგვიგზავნეთ მისამართზე: accreditation@ugma.ge

AACI აკრედიტაციის გუნდი განიხილავს თქვენს მიერ აპლიკაციაში შევსებულ ინფორმაციას და დაგიკავშირდებათ უშუალოდ თქვენს სამედიცინო დაწესებულებაზე შემუშავებული პირობებით

ამერიკის საერთაშორისო აკრედიტაციის AACI-ის გაიდლაინის გასაცნობად დააჭირეთ შემდეგ ბმულს

Share This