გაერთიანება საქართველოში მოქმედ ყველა ძირითად სადაზღვევო კომპანიასთან თანამშრომლობს და ანხორციელებს სადაზღვევო შემთხვევების კლინიკური ნაწილის რეცენზირებას: შესაბამისი კონტრაქტები გაფორმებულია შემდეგ სადაზღვევო კომპანიებთან: ალდაგი ; ჯიპიაი ჰოლდინგი; ირაოს; აისი ჯგუფი; უნისონი.

 

გაერთიანება ასევე აქტიურად თანამშრომლობს შემდეგ სამედიცინო დაწესებულებებთან: ჯეოჰოსპიტლალსის კლინიკათა ქსელი, მედიქალ პარკი საქართველო, ღუდუშაურის კლინიკა და სხვა.

 

გაფორმებულია ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან.

 

2013 წლიდან დღემდე გაერთიანება წარმოადგენს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს“ კონტრაქტორ დაწესებულებას და საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში , ანხორციელებს სამედიცინო პრაქტიკასთან დაკავშირებულ სრულ საექსპერტო/სარეცენზიო მომსახურებას , ტენდერში გამარჯვებულია ყველა ლოტში, კერძოდ თერაპიულ, ქირურგიულ, სტომატოლოგიურ, ფსიქიატრიულ და გინეკოლოგიური პროფილში.

Share This