სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების ორგანიზებითა და საქართველოს ფთიზიატრთა და პულმონოლოგთა ასოციაციის ხელშეწყობით ახალგაზრდა მედიკოსებისთვის ვებინარი გაიმართა
სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების ორგანიზებითა და საქართველოს ფთიზიატრთა და პულმონოლოგთა ასოციაციისხელშეწყობით ლექცია თემაზე: “ტუბერკულოზი-მრავალსაუკუნოვანი ინფექციური დაავადება” გაიმართა.
ვებინარს უძღვებოდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ლექტორი , საქართველოს ფთიზიატრთა და პულმონოლოგთა ასოციაციის ექსპერტი ნელი სოლომონია
„ვებინარს ესწრებოდა სხვადასხვა სამედიცინო ინსტიტუტის 35-მდე მსმენელი. ახალგაზრდა მედიკოსების ჩართულობა უზრუნველყო საქართველოს სტუდენტური პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა. სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების აღმასრულებელი მდივნის არჩილ მორჩილაძის განცხადებით, სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ახალგაზრდა მედიკოსების მხარდაჭერაა, რაც ასახულია სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების 2020 წლის 24 ოქტომბრის ყრილობის რეზოლუციის მე-6 პუნქტში, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს ახალგაზრდა ექიმებისა და რეზიდენტებისთვის სპეციალური მხარდამჭერი პროგრამების შექმნა, რათა სამედიცინო რესურსები იყოს მუდმივად და ხარისხიანად განახლებადი”, – ნათქვამია ინფორმაციაში.