ამერიკის აკრედიტაციის კომისიის (AACI) წარმომადგენლობა საქართველოში 20 სექტემბრიდან კლინიკების წინასწარ აუდიტის ჩატარებას გეგმავს

ამერიკის აკრედიტაციის კომისიის წარმომადგენლობა სექტემბრიდან თბილისსა და რეგიონებში კლინიკების წინასწარ აუდიტის ჩატარებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების აღმასრულებელი მდივნის, არჩილ მორჩილაძის განცხადებით, აკრედიტაციის გავლის მოთხოვნით ორმოცდაათზე მეტი განაცხადი აქვთ მიღებული, ხოლო უკვე ხელმოწერილია ათამდე კლინიკის აკრედიტაციის ხელშეკრულება.

„კლინიკების აკრედიტაციის პირველი ეტაპი ითვალისწინებს კლინიკების წინასწარ შეფასებას, რაც დაეხმარება კლინიკებს შეაფასონ აკრედიტაციისთვის მათი მზაობის დონე. ამ მიზნით, კლინიკის მენეჯმენტს ჩაუტარდება სპეციალური ტრენინგებიც, რათა მათ წარმატებით გაართვან თავი აკრედიტაციის პროცესს.

არჩილ მორჩილაძის განცხადებით, კლინიკებთან კომუნიკაცია და კონტრაქტების გაფორმების პროცესი საკმაოდ ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, ვინაიდან აკრედიტაციის პროცესი საშუალოდ 12-18 თვე გრძელდება და თუ სექტემბერში არ მოხდა აკრედიტაციის ხელშეკრულებების ხელმოწერა, კლინიკებს სახელმწიფოს მიერ დადგენილ ვადაში აკრედიტაციის მიღება გაუჭირდებათ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

Share This