7 თებერვალს გაიმართა საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების ღია სხდომა
???? 7 თებერვალს გაიმართა საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების ღია სხდომა/საჯარო დისკუსია.
სხდომა მიეძღვნა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დაგეგმილ და უკვე განხორციელებულ ცვლილებებს.
???? განხილულ იქნა პირველადი ჯანდაცვის რეფორმის ფარგლებში დაწესებულებების შერჩევის კრიტერიუმები და აღინიშნა, რომ დაწესებულების შერჩევა პირველ რიგში უნდა მოხდეს მათ მიერ სამედიცინო სერვისების მიწოდების შესაძლებლობის და ბენეფიციარებისთვის თავისუფალი არჩევანის პრინციპის შენარჩუნებით.
???? მთავრობის 520 -ე დადგენილების შედეგები განიხილეს კარდიოლოგთა, კარდიოქირურგთა და ანესთეზია- რეანიმატოლოგთა ასოციაციების წარმომადგენლებმა. აღინიშნა , რომ მთელი რიგი სამედიცინო ჩარევების განხორციელება კვლავ შეჩერებულია და საჭიროა დამატებითი კომუნიკაცია ჯანდაცვის სამინისტროსთან , რათა მოხდეს ამ პრობლემების მოგვარება.
???? გადაწყდა , რომ გაერთიანება აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას წერილობით საჯაროდ დააფიქსირებს.
???? დაისვა საკითხი, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დარგობრივი ასოციაციების რეკომენდაციით მოხდეს განვითარებული ქვეყნების მიერ შემუშავებული გაიდლაინების/პროტოკოლების სამართლებლივი აღიარება, რათა სწორედ ამ დოკუმენტების საფუძველზე მოხდეს სამედიცინო დახმარების ხარისხის შეფასება.