გაერთიანება

საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება,  საქართველოში მოქმედი სამედიცინო პროფესიული ასოციაციების უმსხვილეს გაერთიანებას წარმოადგენს.

 

გაერთიანების 2011 წელს დაფუძნდა  , რეგისტრაციის N B12045222. მისი საქმიანობის  მიმართულებებია: სამედიცინო შემთხვევების კლინიკური რეცენზირება, პროტოკოლების/გაიდლაინების შემუშავება, მათ დანერგვაში მონაწილეობა, კლინიკური დავების(პაციენტს, კლინიკასა და სადაზღვევო კომპანიას შორის) განხილვა, სამედიცინო პერსონალის ტრეინინგი;  სადაზღვეო შემთხვევების კლინიკური ექსპერტიზა/აუდიტი  და სხვა.  გამგეობის თავმჯდომარე ირჩევა როტაციით გამგეობის წევრი ასოციაციების ხელმძღვანელებისგან. გაერთიანების თავმჯდომარეები იყვნენ; ბაადურ მოსიძე(ქირურგთა ასოციაცია), ზვიად ბახუტაშვილი(კარდიოქირურგთა ასოციაცია), გოჩა ინგოროყვა(ნეიროქირურგთა ასოციაცია), მამუკა ბოკუჩავა(ანგიოლოგთა ასოციაცია), გამგეობის მოქმედი თავმჯდომარეა ბატონი თენგიზ ასათიანი (მეან-გინეკოლოგთა ასოციაცია).

 

გაერთიანებას დღემდე განხორციელებული აქვს მრავალი აქტივობა, კერძოდ : გაერთიანების მიერ მომზადებულია 400 მდე კლინიკური მართვის პროტოკოლი, რომელთაგან 42 დაფინანსდა სახელმწიფო საგრანტო პროგრამით.გაერთიანება ასევე თანამშრომლობს ყველა ძირითად სადაზღვევო კომპანიასთან და ანხორციელებს სადაზღვევო შემთხვევების კლინიკური ნაწილის რეცენზირებას, გაფორმებულია კონტრაქტები ალდაგთან, ჯიპიაისთან, აისი ჯგუფთან და სხვა სადაზღვევო კომპანიებთან. გაერთიანების მიერ დაკომპლექტებული საკონკურსო კომისის მიერ მოხდა 30 მდე საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალის შერჩევა. გაერთიანება მჭიდროდ თანამშრომლობს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან, გაფორმებულია შესაბამისი მემორანდუმი.

 

2013  წლიდან დღემდე გაერთიანება   წარმოადგენს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს“ კონტრაქტორ დაწესებულებას და საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში , ანხორციელებს სამედიცინო პრაქტიკასთან დაკავშირებულ  სრულ საექსპერტო/სარეცენზიო მომსახურებას , ტენდერში გამარჯვებულია ყველა ლოტში, კერძოდ თერაპიულ, ქირურგიულ, სტომატოლოგიურ,  ფსიქიატრიულ  და გინეკოლოგიური პროფილში, შესყიდვა (CPV85121000).

 

უნდა აღინიშნოს,  რომ რეცენზენტების შერჩევისას  ვითვალისწინებთ ინტერესთა კონფლიქტს, რეცენზენტების შერჩევა ხდება შესაბამისი დარგობრივი ასოციაციის ჩართულობით და რეცენზენტის დასკვნას ასევე იზიარებს შესაბამისი ასოციაცია, სწორედ ამიტომ მომზდებული რეცენზია ობიექტურუბასთნ ერთად და კომპეტენციის მაღალ ხარისხს ატარებს.

 

საქართველოს სამედიცინო ასოციაცების გაერთიანება

Share This