• სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს კონტრაქტორი; 2013-2018 წლებში გამარჯვებული შემდეგ ტენდერებში:
  1. SPA130004457 22.04.2013-31.12.2013
  2. SPA140005611 02.05. 2014-31.01.2015
  3. SPA130004458 ; 22 .04. 2013-31.12.2013
  4. SPA150002492 23.03.2015-31.01.2016
  5. SPA160003151 01.03.2016-31.01.2017
  6. SPA170000404 – 07.02.2017- 31.01.2018

პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების (როგორც სტაციონარული, ასევე ამბულატორიული შემთხვევის) ექსპერტიზა/რეცენზირება

თბილისის სახელმწიფო  სამედიცინო უნივერსიტეტის კონტრაქტორი

ტენდერის ნომერი. NAT210005349 -19.04.2021 – 28.02.2022

პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების (როგორც სტაციონარული, ასევე ამბულატორიული შემთხვევის) ექსპერტიზა/რეცენზირება

  •  პოლიფარმაციის შემცირებისა და რაციონალური ფარმაკოთერაპიის დანერგვის, ასევე უწყვეტი პროფესიული განათლების ეფექტიანი მექანიზმებს შემუშავების მიზნით, სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების მიერ ბორჯომში ჩატარდა ორდღიან ტრეინინგ-სემინარი. ტრეინინგს საქართველოს ყველა რეგიონიდან 20-ზე მეტი ოჯახის ექიმი ესწრებოდა. რაციონალური ფარმაკოთერაპიის ტრეინინგი აკრედიტირებული სასწავლო პროგრამის შესაბამისად განხორციელდა.

2018 წლის 28-29 ივლისი

  • მსოფლიო უწყვეტი განათლების ალიანსისა WCEA (The World Continuing Education Alliance ) და მსოფლიო ექიმთა ასოციაციის WMA (World Medical Association) მიერ შემუშავებული უწყვეტი პროფესიული განვითარების CPD (Continuing Professional Development ) 2 წლიანი ონლაინ პროგრამების განხორციელება

2020 წელი

  • სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების ორგანიზებითა და საქართველოს ფთიზიატრთა და პულმონოლოგთა ასოციაციის ხელშეწყობით ლექცია თემაზე: “ტუბერკულოზი-მრავალსაუკუნოვანი ინფექციური დაავადება” გაიმართა. ვებინარს უძღვებოდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ლექტორი , საქართველოს ფთიზიატრთა და პულმონოლოგთა ასოციაციის ექსპერტი ნელი სოლომონია.

2020 წელი

  • საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების,  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომის შემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის, ა.კობალაძის სახ. კლინიკური ფარმაკოლოგიისა და რაციონალური ფარმაკოთერაპიის ხელშეწყობის კავშირის -‘’უპირველესია არავნო’–ს ეგიდითა და ორგანიზებით ბათუმში გაიმართა ტრენინგი  –  “კლინიკური ფარმაკოლოგია და რაციონალური ფარმაკოთერაპიის აქტუალური საკითხები”.

2020 წელი, აგვისტო

  • ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მსოფლიო ბანკის „ფინანსური ჩართულობის და ანგარიშვალდებულების პროექტის“ ფარგლებში განხორციელებილი ანგარიში –  ‘’სამედიცინო შეცდომით გამოწვეული პასუხისმგებლობის დაზღვევა საქართველოში ‘’ მიმოხილვა და პოლიტიკასთან დაკავშირებული რეკომენდაციები, სამუშაო პროცესში და საბოლოო დოკუმენტის შექმნაში მონაწილეობა. -იხ. დოკუმენტი.

2021 წელი

  • COVID 19 დაავადებულებს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება საკუთარი ვებ-გვერდის საშუალებით უფასო კონსულტაციები გაუწია.

2020 წელი

  • კოვიდ ვაქცინაციის მხარდამჭერი ვიდეო-რგოლები:

იხილეთ

იხილეთ

2021 წელი

  • ჩატარებული ონლაინ ვებინარები

‘’Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დიალიზის პაციენტებსა და თირკმლის რეციპიენტებში’’ ნეფროლოგები ლელა ბეგლარაშვილი და  ავთანდილ თათარაძე იხილეთ

2021 წელი

‘’ Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია: დანიის გამოცდილება ‘’

ექსპერტი –  პროფესორი ზაზა უჯმაჯურიძე

იხილეთ

2021 წელი

‘’Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ბავშვთა ასაკში: რეალობა და პერსპექტივები’’- პედიატრები კონსტანტინე და დავით  ჩახუნაშვილები.

იხილეთ

2021 წელი

  • გაეროს განვითარების ფონდის მხარდაჭერით კურაციოს საერთაშორისო ფონდის მიერ დაფინანსებული კრიტერიუმებზე დაფუძვნებული კლინიკური აუდიტის ტრენინგში მონაწილეობა

2021 წელი, მაისი

  • გაეროს ბავშვთა ფონდთან ერთობლივი ინიციატივა – ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისთვის უახლესი ინფორმაციის მიწოდება კოვიდ-19-ის ვაქცინაცისა და ზოგადად იმუნიზაციის შესახებ.  პროექტის ფარგლებში საქართველოს ცხრა რეგიონის ექიმებმა მიიღეს ინფორმაცია ვაქცინაციის მტკიცებულებაზე დაფუძნებული კლინიკური ასპექტების (მათ შორის, კოვიდ-19-ის ვაქცინის) შესახებ და გაიარეს ტრენინგი ინტერპერსონალური კომუნიკაციის უნარ-ჩვევებსა და მიდგომებში.

2022 თებერვალი -სექტემბერი

Share This