საქართველოს ავლიპ ზურაბაშვილის სახელობის ფსიქიატრთა საზოგადოების თანადგომით, თურქეთის ფსიქიატრიულ მეცნიერებათა და კვლევების ასოციაცია 2024 წლის 13-14 მაისს ბათუმში გასვლით სიმპოზიუმს გამართავს
საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების თანადგომით, თურქეთის ფსიქიატრიულ მეცნიერებათა და კვლევების ასოციაცია 2024 წლის 13-14 მაისს ბათუმში გასვლით სიმპოზიუმს გამართავს.
საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების პრეზიდენტის ნინო ოკრიბელაშვილის განცხადებით, თურქეთის ფსიქიატრიულ მეცნიერებათა და კვლევების ასოციაცია ატარებს და ხელს უწყობს კვლევებს ფსიქოლოგიურ მეცნიერებებთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე. ამ ასოციაციის მიზანია ფსიქიკური და ნევროლოგიური პრობლემების მქონე პაციენტების მხარდაჭერა როგორც მატერიალურად, ისე მორალურად, რათა მათ დაიბრუნონ ჯანმრთელობა მეცნიერულად დასაბუთებული საშუალებებით და შემოსავლის დიდი ნაწილი დახარჯონ საკუთარი მიზნების შესაბამისად.
2024 წლის 13-14 მაისს ორგანიზაცია ატარებს გასვლით სიმპოზიუმს ბათუმში, რაც საშუალებას მისცემს პროფ. ოღუზ კარამუსტაფალიოღლუს და სხვა თურქ ფსიქიატრებს, მომავალი თანამშრომლობის მიზნით, კონტაქტი დაამყაროს ქართველ კოლეგებთან.