თბილისში, 30 მაისს საქართველოს პედიატრთა აკადემიის პირველი საერთაშორისო კონგრესი გაიმართება

ღონისძიება ექსპო-ჯორჯიას დარბაზში ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება და მას ქართველი, ევროპელი და ამერიკელი პედიატრები დაესწრებიან. ბოლო წლების განმავლობაში ეს პირველი ყველაზე მასშტაბური პედიატრთა კონგრესი იქნება და მას საქართველოს პედიატრთა აკადემიის პრეზიდენტი ქეთევან ნემსაძე უხელმძღვანელებს. კონგრესზე პედიატრიაში არსებულ მსოფლიო ინოვაციებსა და მკურნალობის უახლეს მეთოდებზე იმსჯელებენ.

„საქართველოს პედიატრთა აკადემია“ 2008 წელს დაფუძნდა და ექიმ-პედიატრთა ნებაყოფლობით გაერთიანებას წარმოადგენს.

Share This