სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება და გაეროს ბავშთა ფონდი ხვალ სასტუმრო “ბილტმორში” ერთობლივი პროექტის შემაჯამებელ შეკრებას გამართავს

სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება და გაეროს ბავშთა ფონდი ხვალ, სასტუმრო „ბილტმორში“ ერთობლივი პროექტის შემაჯამებელ შეკრებას გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებამ გაეროს ბავშვთა ფონდის დახმარებით, რეგიონებში განახორციელა პროექტი, რომლის მიზანი საქართველოში იმუნიზაციის მაჩვენებლების გაზრდა იყო.

გაეროს ბავშვთა ფონდის და საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების ერთობლივი პროექტი დაიწყო 2022 წლის 2 აპრილს და მასში ჩართული იყო ჯანდაცვის სფეროს 3000-მდე წარმომადგენელი, მათ შორის ოჯახის ექიმები, სოფლის ექიმები, პედიატრები და ზოგადი პროფილის ექიმები.

„ინიციატივის მხარდამჭერები არიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი.

პროექტი ითვალისწინებდა საქართველოს ცხრა რეგიონის დიდ ქალაქებსა და მუნიციპალურ ცენტრებში სესიების ჩატარებას, შეხვედრებს უძღვებოდნენ საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების სხვადასხვა პროფილის კლინიკური და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტები.

რეგიონის ექიმებმა მიიღეს ინფორმაცია ვაქცინაციის მტკიცებულებაზე დაფუძნებული კლინიკური ასპექტების (მათ შორის კოვიდ-19-ის ვაქცინის) შესახებ და გაიარეს ტრენინგი ინტერპერსონალური კომუნიკაციის უნარ-ჩვევებსა და მიდგომებში.

გაერთიანების აღმასრულებელი მდივნის არჩილ მორჩილაძის ინფორმაციით, ხვალვე გაიმართება გაერთიანების მორიგი შეკრება, სადაც გაერთიანება გამგეობის ახალ შემადგენლობას და თავმჯდომარეს დაამტკიცებს. გაერთიანების წესდების მიხედვით მომდევნო თავმჯდომარე ორთოპედ-ტრავმატოლოგთა კავშირის ხელმძღვანელი ზურაბ ხაბეიშვილი იქნება“,- ნათქვამია განცხადებაში.

Share This