გაერთიანებაში შეიქმნა მულტიდისციპლინური პროფესიული ეთიკის კომიტეტი

გაერთიანებაში შეიქმნა მულტიდისციპლინური პროფესიული ეთიკის კომიტეტი, რომელიც იქნება სამედიცინო შემთხვევის რეცენზირების პროცესის წარმმართველი ძირითადი ორგანო.
საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების” ონლაინ სხდომაზე განხილულ იქნა გაერთიანების მომავალი საქმიანობის გეგმები. მიღებულ იქნა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები: სამედიცინო ასოციაციების 2020 წლის 24 ოქტომბრის საერთო ყრილობის, რომელსაც 51 დარგობრივი ასოციაციის 150 დელეგატი ესწრებოდა, გადაწყვეტილების შესაბამისად გაერთიანებაში შეიქმნა მულტიდისციპლინური პროფესიული ეთიკის კომიტეტი. აღნიშნული კომიტეტი იმოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის და მათ შორის ჯანმრთელობის დაცვის კანონის 62 მუხლის, საექიმო საქმიანობის შესახებ კანონის 66- 68 მუხლების შესაბამისად და სამედიცინო ეთიკის საერთაშორისო კოდექსის (https://www.wma.net/…/wma-international-code-of…/ ) პრინციპების დაცვით.
კომიტეტის მუდმივი შემადგენლობა განისაზღვრა გაერთიანების გამგეობის შემდეგი წევრებით:
1. სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების გამგეობის თავმჯდომარე- არჩილ ჩხოტუა (კომიტეტის თავმჯდომარე)
2. აიპ „საქართველოს უროლოგთა ასოციაცია“ -ზაზა ჭანტურაია
3. აიპ “საქართველოს ნეიროქირურგთა ასოციაცია” გიორგი ინგოროყვა
4. აიპ “საქართველოს მეან-გინეკოლოგთა ასოციაცია სმგა”თენგიზ ასათიანი; ზაზა ბოხუა
5. აიპ “საქართველოს მეან-გინეკოლოგთა და პერინატოლოგთა ასოციაცია” ნიკოლოზ კინტრაია; მამუკა ნემსაძე
6. აიპ “საქართველოს პათოლოგთა ასოციაცია”ომარი ხარძეიშვილი
7. “საქართველოს ონკოლოგთა ასოციაცია” ვლადიმერ კუჭავა; მაკა მაღლაკელიძე
8. აიპ “საქართველოს ანგიოლოგთა და სისხლძარღვთა ქირურგთა ასოციაცია” ზაზა ლაზარაშვილი; კონსტანტიენე ყიფიანი
9. აიპ “საქართველოს ტრავმატოლოგ ორთოპედთა კავშირი – სტოკ” ზურაბ ხაბეიშვილი, ვაჟა გაფრინდაშვილი
10. აიპ “ალიანსი კიბოს წინააღმდეგ” მიხეილ ჯანჯალია
11. აიპ “სოციალური პედიატრიის დაცვის ფონდი” გიორგი ჩახუნაშვილი 12. აიპ “საქართველოს ბავშვთა ქირურგების კავშირი” რამაზ კუტუბიძე 13. აიპ “საქართველოს კარდიოქირურგთა ასოციაცია” ზვიად ბახუტაშვილი; სულხან ლომინაძე
14. აიპ “საქართველოს ქირურგთა ასოციაცია” გელა არაბიძე; გია თომაძე 15. აიპ საქართველოს ნეონატოლოგთა ასოციაცია-ია დავითაია 16. აიპ „საქართველოს გადაუდებელი მედიცინის ექიმთა ასოციაცია -გიორგი გოცაძე
17. აიპ “საქართველოს ანესთეზიოლოგიისა და რეანიმატოლოგიის სკოლა” ცოტნე სამადაშვილი; გია გრიგოლია; სამსონ ქაჯაია.
18. აიპ პირველადი ჯანდაცვის ხარისხის საკონსულტციო ჯგუფი- მარინა შიხაშვილი
19. აიპ”საქართველოს კარდიოვასკულური და ინტერვენციული რადიოლოგიის ასოციაცია” მალხაზ მიზანდარი
20. აიპ “საქართველოს ნევროლოგთა კავშირი” მარინა ჯანელიძე;
21. აიპ ” ავლიპ ზურაბიშვილის სახ. საქართველოს ფსიქიატრთა ასოციაცია”-ნინო ოკრიბელაშვილი; ეკა ჭყონია
22. აიპ საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოება -არჩილ ჩუხრუკიძე
23. აიპ საქართველოს ინტერვენციონალისტ კარდიოლოგთა ასოციაცია”-შალვა რცხილაძე
24. აიპ “საქართველოს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციისა და რეაბილიტაციის ასოციაცია”-ზურაბ ფაღავა
25. საქართველოს ოფთალმოლოგთა ასოციაცია- მიხეილი ომიაძე , გიორგი ჩიჩუა
26. სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაცია – მარინა მამალაძე
27. კლინიკური ფარმაკოლოგია – ბიოსამედიცინო კვლევების ასოციაცია – ლუიზა გაბუნია
28. ბიოეთიკის ექსპერტი – ეკატერინე სანიკიძე
29.”სამედიცინო ასოციაციების
გაერთიანების” აღმასრულებელი მდივანი არჩილ მორჩილაძე.
როგორც გაერთიანების თავმჯდომარემ არჩილ ჩხოტუამ განაცხადა, კლინიკური ეთიკის კომიტეტი იქნება სამედიცინო შემთხვევის რეცენზირების პროცესის წარმმართველი. ამავე კომიტეტში როტაციის პრინციპით, განსახილველი საკითხების მიხედვით წარმოდგენილი იქნება სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების წევრი დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლები. არჩილ ჩხოტუას განმარტებით, ყველა სამედიცინო შემთხვევის შესწავლა უნდა მოხდეს ზემოთაღნიშნული კლინიკური ეთიკის კომიტეტის მიერ, რაც მინიმუმამდე დაიყვანს არაობიექტურ მიდგომას და ამასთანავე ამ კომიტეტის გადაწყვეტილებას ექნება ლეგიტიმურობის მაღალი სტანდარტი. კლინიკური ეთიკის კომიტეტი უზრუნველყოფს საკითხის მულტიდისციპლინურ შესწავლას და გამოიტანს დასკვნას როგორც კლინიკური კუთხით, ასევე მისცემს ობიექტურ შეფასებას ადგილი ჰქონდა სამედიცინო შეცდომას თუ ადგილი ჰქონდა სამედიცინო დანაშაულს; გაერთიანებაში ასევე შეიქმნება ორი ახალი კომისია: მედია და იურიდიული მხარდაჭერის კომისიები. ამ ეტაპისთვის გაერთიანების წევრია 65 დარგობრივი ასოციაცია. წევრების სია იხილეთ ბმულზე:
https://ugma.ge/

Share This