სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება – მიუღებელია ირაკლი კობახიძის განცხადება, სადაც ის კონსილიუმის წევრი ექიმების მიკერძოებულობასა და მათი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებაზე საუბრობს

„გაერთიანების წევრი ასოციაციებისთვის მიუღებელია ირაკლი კობახიძის განცხადება, სადაც ის საუბრობს სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრი ექიმების მიკერძოებულობასა და მათი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებაზე”,- ამის შესახებ საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული განცხადება წარმოადგენს ექიმებზე ზეწოლის უპრეცენდენტო ფაქტს.

„გაერთიანების წევრი ასოციაციებისთვის მიუღებელია ირაკლი კობახიძის განცხადება, სადაც ის საუბრობს სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრი ექიმების მიკერძოებულობასა და მათი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებაზე. კონსილიუმში მონაწილე ექიმები კარგად არიან ცნობილი საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებისთვის, ისინი არიან მაღალკვალიფიციური სპეციალისტები და დაინტერესებულები არიან მხოლოდ პაციენტის კეთილდღეობით და ჯანმრთელობით.

საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება სრულ მხარდეჭერას უცხადებს კონსილიუმს. მივმართავთ ხელისუფლებას, განსაკუთრებით ჯანდაცვის მინისტრს და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს უზრუნველყონ ექიმების პატივისა და ღირსების დაცვა”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

განცხადებას ხელს აწერენ ექიმები:

1.აიპ “საქართველოს უროლოგთა ასოციაცია” – არჩილ ჩხოტუა

2.აიპ “საქართველოს მეან-გინეკოლოგთა ასოციაცია სმგა” – თენგიზ ასათიანი

3.აიპ “საქართველოს მეან-გინეკოლოგთა და პერინატოლოგთა ასოციაცია” – ნიკოლოზ კინტრაია

4.აიპ “საქართველოს ანგიოლოგთა და სისხლძარღვთა ქირურგთა ასოციაცია”- კონსტანტინე ყიფიანი

5.აიპ “საქართველოს ტრავმატოლოგ ორთოპედთა კავშირი – სტოკ” ზურაბ ხაბეიშვილი

6.აიპ “სოციალური პედიატრიის დაცვის ფონდი” – გიორგი ჩახუნაშვილი

7.აიპ საქართველოს ავლიპ ზურაბიშვილის სახელობის ფსიქიატრთა საზოგადოება” – ეკა ჭყონია, ნინო ოკრიბელაშვილი

9.საქართველოს რეპროდუქციული მედიცინისა და ემბრიოლოგიის ასოციაცია- ლიკა ჭყონია

10.ხარისხის საკონსულტაციო ჯგუფი – მარინა შიხაშვილი

11.აიპ “ცერებრული ჰემოცირკულაციის და ნეიროსონოლოგიის საქართველოს საზოგადოება” – მარიკა ალფაიძე

12.გადაუდებელი მედიცინის ასოციაცია -გიორგი გოცაძე

13.ქრონიკულ დაავადებათა მონიტორინგის ასოციაცია ელისაბედ კუჭავა

14.საქართველოს მერაბ კილაძის სახელობის მცირე ინვაზიურ ქირურგთა ასოციაცია- დავით აბულაძე

15.საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოება- არჩილ ჩუხრუკიძე

16.სასწრაფო დახმარების ასოციაცია- გიორგი ვაშაკიძე

17.ნეიროქირურგთა ასოციაცია – გიორგი ინგოროყვა

18.”საქართველოს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციისა და რეაბილიტაციის ასოციაცია” ზურაბ კლიმიაშვილი

19.“საქართველოს ინტერვენციონალისტ კარდიოლოგთა ასოციაცია“ – შალვა რცხილაძე

20.ანესთეზიოლოგიისა და რეანიმატოლოგიის სკოლა -ცოტნე სამადაშვილი

21.რადიაციული ონკოლოგიის ეროვნული ასოციაცია – დარეჯან ლომიძე

22.საქართველოს გულის რიტმის ასოციაცია- კახაბერ ეცადაშვილი

23.ალიანსი კიბოს წინააღმდეგ- მიხეილ ჯანჯალია

ამასთან, განცხადებას უერთდება ქართველ ექიმთა საერთაშორისო ასოციაცია – ანი ქავთარაძე.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას ინიციატივით შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა შეაფასა და აღნიშნა, რომ , ის, რაც სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა კონსილიუმმა გააკეთა,”ფეიკია”.

„წარმოვიდგინოთ, რომ ამ „ფეიკდასკვნას” გაგრძელება მოჰყვა, რაც არის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა და ამას ის სცენარი მოჰყვა, რისიც გვეშინია – ამ შემთხვევაში, ეს მორიგი “ფეიკი” ისეთი რამ ხდება, რასაც შეიძლება მათ შორის ომბუდსმენისა და კონკრეტული ექიმების პირდაპირი პასუხისმგებლობა მოჰყვეს“, – განაცხადა კობახიძემ.

Share This