ტრენინგ-კურსი “კლინიკური ფარმაკოლოგია და რაციონალური ფარმაკოთერაპიის აქტუალური საკითხები” ექიმებისათვის ბათუმში გაიმართება

აგვისტოში, ბათუმში, საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების,  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომის შემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის, ა.კობალაძის სახ. კლინიკური ფარმაკოლოგიისა და რაციონალური ფარმაკოთერაპიის ხელშეწყობის კავშირის -‘’უპირველესია არავნო’–ს ეგიდითა და ორგანიზებით გაიმართება ტრენინგი  –  “კლინიკური ფარმაკოლოგია და რაციონალური ფარმაკოთერაპიის აქტუალური საკითხები”.
აკრედიტირებული, მოკლევადიანი ტრენინგ-კურსი განკუთვნილია: ოჯახის ექიმების, პედიატრების, ნეონატოლოგების, კარდიოლოგების, თერაპევტებისა და მეან-გინეკოლოგებისათვის. პროგრამის მიზანია: პოლიპრაგმაზიის შემცირება, პაციენტზე ორიენტირებული უსაფრთხო, ეფექტური და იაფი მკურნალობის დანერგვა საქართველოში.
პროგრამას წარუძღვებიან:
მედიცინის დოქტორი, ა.კობალაძის სახ. კლინიკური ფარმაკოლოგიისა და რაციონალური ფარმაკოთერაპიის ხელშეწყობის კავშირი -‘’უპირველესია არავნო“–ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ქ. ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის პედიატრიის მიმართულების ხელმძღვანელი, პედიატრიასა და კლინიკურ ფარმაკოლოგიაში სამეცნიერო, პრაქტიკული და პედაგოგიური მუშაობის 30 წლიანი გამოცდილებით პროფესორი  – რუსუდან ჯაში;
სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრის დირექტორი, სამედიცინო ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ლუიზა გაბუნია.
მსურველებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ შემდეგი დოკუმენტაცია 1 აგვისტომდე, ფოსტაზე: info@ugma.ge
www.ugma.ge
მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
1. სერტიფიკატი;
2. დიპლომი;
3. ცნობა სამსახურიდან;
4. პირადობის მოწმობა.
სასწავლო პროგრამა 5,6,7 აგვისტოს შედგება ბათუმში, ბათუმის სამშობიარო სახლის სააქტო დარბაზში ( რუსთაველის 39)  13-დან –  19 სთ. მდე. (რეგისტრაცია – 12სთ 30 წთ). პროგრამის ღირებულება 200 ლარი.
პროგრამა მომზადებულია ამერიკისა (ACCP) და ევროპის (ESCP) კლინიკური ფარმაციის ასოცაციის და FDA–ის, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) უფსალის წამალთა გვერდითი ეფექტების ცენტრის მასალების გამოყენებით.
სერტიფიკატები გაიცემა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომის შემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის მიერ.
ანგარიში:
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
სახელმწიფო ხაზინა
ბანკისკოდი TRESGE  22
სახაზინო კოდი (ანგარიშის ნომერი) 708987289
საიდენტიფიკაციო კოდი211328703
———————————–                   ————————————–
მიუთითეთ სპეციალობა                    მიუთითეთ სახელი, გვარი,
მზადების საფასური
Share This