საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება მსოფლიო უწყვეტი განათლების ალიანსისა (WCEA )და მსოფლიო ექიმთა ასოციაციის (WMA )მიერ შემუშავებული უწყვეტი პროფესიული განვითარების( CPD) პლატფორმის ადმინისტრირებას განახორციელებს

საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება მსოფლიო უწყვეტი განათლების ალიანსისა (WCEA )და მსოფლიო ექიმთა ასოციაციის (WMA )მიერ შემუშავებული უწყვეტი პროფესიული განვითარების( CPD) პლატფორმის ადმინისტრირებას განახორციელებს.
25 ოქტომბერს შედგა პირველი შეხვედრა საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებასა და მსოფლიო უწყვეტი განათლების ალიანსისა WCEA (The World Continuing Education Alliance ) და მსოფლიო ექიმთა ასოციაციის WMA (World Medical Association) მიერ შემუშავებული პლატფორმის წარმომადგენლებთან. აღნიშნული პლატფორმა განკუთვნილია საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების წევრებისთვის და ითვალისწინებს უწყვეტი პროფესიული განვითარების CPD(Continuing Professional Development ) პროგრამების ონლაინ განხორციელებას. პლატფორმა შემუშავებულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელშეწყობით და მისით უფასო სარგებლობა შეუძლიათ დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვექნებში მოქმედ პროფესიულ ასოციაციებს.
სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების ინფორმაციით საქართველოში ამ პლატფორმით სარგებლობა შეეძლებათ სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების წევრებს. ამ პროექტში ჩართვის სურვილი გამოხატა 18 მა დარგობრივმა ასოციაციამ . პლატფორმა ორ წლიანია და მისი განხორციელება 2020 წლიდან უნდა დაიწყოს. — with Archil Morchiladze.
Share This